skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა მოადგილეების ახალი გუნდი წარადგინა

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 5 მოადგილე წარადგინა და მათ სხვა დიპლომატიურ სამსახურებთან ერთად დღის წესრიგის უპირველეს ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაუსახა.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა შვეიცარიაში მოქმედი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომლის ელჩობიდან გამოწვევის პროცედურები ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს. ჩეჩელაშვილი ელჩობამდე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.


თანამდებობა შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ. მინისტრის დანარჩენი სამი მოადგილე უშიშროების საბჭოს კადრია: ნიკა ნათბილაძე, გიორგი მანჯგალაძე და ზურაბ პოლოლიკაშვილი.


“მინისტრის, მოადგილეების ახალი გუნდის და მთლიანად დიპლომატიური წარმომადგენლობების უპირველესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანების უზრუნველყოფა იქნება“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button