skip to content
ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი თბილისსა და ცხინვალს შორის დიალოგს უჭერს მხარს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში მირჩა დან ჯეოანამ, რომელიც გასულ კვირას საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ქართულმა და ოსურმა მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები დიალოგის განახლებისკენ, რათა განმუხტონ არსებული დაძაბულობა და წინ წაიწიონ დემილიტარიზაციის საქმეში, იტყობინება ეუთო.


ეუთოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მხარეების რამდენიმე პრაქტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მუშაობის მნიშვნელობას.


“ეუთო მზად არის იმუშავოს პრაქტიკულ საკითხებზე ადგილზე, როგორიცაა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, საქართველოში ეუთოს მისიის მიერ მხარდაჭერილი საჭიროებათა შეფასების გამოკვლევა, ასევე ეუთოს ინიციატივა კონფლიქტის ზონის ერთობლივი დაცვის შესახებ“, – განაცხადა მირჩა დან ჯეოანამ.


მან ასევე მოუწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს თბილისთან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button