ახალი ამბები
საქართველო ახალ საბაჟო კოდექსზე მუშაობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სხვა ოფიციალური პირები 10 ოქტომბერს საბაჟო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის მიზნით ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდნენ. მთავრობის ვარაუდით, ახალი კანონპროექტი ძალაში 2006 წლიდან შევა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსი უფრო ლიბერალურია და მასში საგრძნობლადაა გამარტივებული საბაჟო პროცედურები. “ეს ნიშნავს, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნება ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტისთვის, შედეგად ჩვენი ბიუჯეტიც მეტ შემოსავლებს მიიღებს“, – დასძინა მან.
კანონპროექტი 12 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული, რის შემდეგაც იგი პარლამენტს წარედგინება.
This post is also available in: English (ინგლისური)