ახალი ამბები

სააკაშვილი: სასამართლო სისტემა კრიზისს განიცდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა კრიზისს განიცდის, რადგანაც საზოგადოებრივი ნდობა ქვეყნის სასამართლოებში ძალიან დაბალია.


სააკაშვილი დღეს 34 ახალ მოსამართლეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.


“ჩვენს სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისია. ამჟამად, პოლიციას და პროკურატურას უფრო ენდობა ხალხი, ვიდრე სასამართლოებს. დროა ბოლო მოეღოს იმ რთულ ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს“, – განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე.


პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი დაპირდა მოსამართლეებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ ჩაერევა სასამართლო სისტემაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button