skip to content
ახალი ამბები

ალასანია სოჭში შამბას შეხვდა

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, ქართულ-აფხაზურ დიალოგში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია სოჭში არაოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას და დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მრჩეველს სოკრატ ჯინჯოლიას შეხვდა.


ირაკლი ალასანია სოჭში ასევე შეხვდა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. 


ალასანია სოჭში 8 ოქტომბერს გაემგზვარა და იქ 7-8 ოქტომბერს  ქართულ-აფხაზური მხარეების შეხვედრასაც დაესწრო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button