ზურაბიშვილი: 2006 წელი კონფლიქტების მოგვარებაში გადამწყვეტი იქნება
საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2006 წელი ქვეყანაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში გადამწყვეტი იქნება.
სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება 6 ოქტომბერს პარლამენტში ორი კომიტეტის – ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების – სხდომაზე გააკეთა, სადაც იგი სამინისტროში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშით წარსდგა. მისი თქმით, აუცილებელია კონფლიქტების დარეგულირების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ჩართული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები – ნატო, ეუთო, ევროკავშირი.
„საჭიროა ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთოს…“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზურაბიშვილის თქმით, 2005 წლის ბოლომდე კონფლიქტების მოგვარების მიზნით საქართველოს უნდა ჰქონდეს რეალური, ერთიანი სამოქმედო სტრატეგია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)