ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური შეხვედრა სოჭში იმართება

დღეს ქართული დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით სოჭში გაემგზავრა, სადაც 6-7 ოქტომბერს ქართულ-აფხაზური მხარეების შეხვედრა იმართება.


შეხვედრას საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინიც დაესწრება.


გიორგი ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების, უკვე დაბრუნებული დევნილების რეგისტრაციის და მათი უსაფრთხოების საკითხებს.


შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებაც იმსჯელებენ.


აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს.   

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button