ახალი ამბები

ტყიბული ამომრჩეველთა აქტივობით კვლავაც ლიდერია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ)ხუთივე საარჩევნო ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, 17 საათისთვის დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა.


ისნის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  – 59 512–ის 22%–ი, 13 423 ამომრჩველი მივიდა საარჩევნო უბნებზე; ტყიბულის 18 177 რეგისტრირებული ამომრჩევლის 56%–მა, 10 193 –მა ამომრჩეველმა მისცა ხმა; ბათუმის საარჩევნო ოლქში 44 146 ამომრჩევლიდან 17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 21%–მა – 9 114 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა; ქობულეთში 47 292 ამომრჩევლიდან 17 996–მა ადამიანმა ანუ 38%–მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და შუახევში 12 206 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 6 308–მა ანუ საერთო რაოდენობის  52%–მა მისცა ხმა.


თუმცა საარჩევნო კანონმდებლობით, ამომრჩეველთა აქტივობის ნებისმიერი დონე საკმარისია იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.


ცსკ–ს თავმჯდომარის გია ქავთარაძის განცხადებით, არჩევნები ორგანიზაციული კუთხით “ნორმალურ გარემოში“ მიმდინარეობს. “ამ მხრივ არც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ შენიშვნები“,– დასძნა ცსკ–ს თავმჯდომარემ საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button