ახალი ამბები

დამკვირვებლები ამომრჩეველთა სიების პრობლემას აღნიშნავენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებიც ხუთივე საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, ჯერ–ჯერობით სერიოზული დარღვევას არჩევნების პროცესში ადგილი არ ჰქონია.


“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები ტექნიკური ხასიათისაა, რაც ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი სიებში ვერ აღმოაჩინა.


27 აგვისტოდან ამომრჩველს საშუალება ჰქონდა შეემოწმებინა საკუთარი თავი სიაში და თუ არ აღმოჩნდებოდა, გაევლო წინასაარჩევნო რეგისტრაცია. ასევე წინასწარ იყო ცნობილი, რომ არჩევნების დღეს ამომრჩველთა სიებში შეყვანა აკრძალული იყო.


თუმცა ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ინტერვიუებში ამომრჩევლები აცხადებენ, რომ მათ გაიარეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია, თუმცა სიაში მაინც არ იყვნენ შეყვანილნი.  


“საარჩევნო უბნიდან წინასწარ [არჩევნებამდე] მოვიდნენ ჩემთან სახლში, რათა შეეტანათ ჩემი გვარი სიაში. მათ ასევე მკითხეს, თუ ვის ვუჭერდი მხარს. მე არ დამიმალავს, რომ ოპოზიციის კანდიდატის მომხრე ვიყავი… დღეს კი აღმოვაჩინე, რომ სიაში არ ვარ შეყვანილი“, – განაცხადა 1 ოქტომბერს ერთ–ერთმა ამომრჩეველმა აჭარიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button