ახალი ამბები

ორი რუსი სამშვიდობო დააკავეს

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთი ოფიცერი და ერთი რიგითი კონტრაბანდული საწვავის შემოტანის და  მისი რეალიზაციის ბრალდებით ზუგდიდის რაიონში 30 სექტემბერს დააკავეს.


ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის ტარიელ შარვაშიძის განცხადებით, ამოღებულია დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საწვავი.


კონტრაბანდული ტვირთის შემოტანის ბრალდებით ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსი სამშვიდობოების დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ანალოგიურ ინციდენტს ქართულ-აფხაზური  და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში 12  და 31 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი, როცა რუს სამშვიდობოებს კონტრაბანდული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები ჩამოართვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button