ახალი ამბები

აფხაზები და ქართველები 27 სექტემბერს აღნიშნავენ

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-12 წლისთავზე,  გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს აფხაზეთში დაღუპულ მეომართა მემორიალი. ამ დღეს ქართული ჯარები იძულებული გახდნენ აფხაზეთის დედაქალაქი დაეტოვებინათ. სამი დღის შემდეგ კი, 1993 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს.


ამავე დროს, აფხაზეთში ამ დღეს სოხუმის გათავისუფლებას ზეიმობენ. აფხაზეთის ოფიციალური პირები ასევე შეამკობენ გვირგვინებით კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზი მეომრების საფლავებს. საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, მოგვიანებით სოხუმში კონცერტია დაგეგმილი. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button