ახალი ამბები

სააკაშვილი ცხინვალის ინციდენტის გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ “საინტერესო დეტალები“ იკვეთება გამოძიების შედეგად, რომლის მიზანიცაა გაარკვიოს, თუ ვინ გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს 20 სექტემბერს, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა. 


“ბოლო დღეებში ძალიან ეფექტურად ვითანამშრომლეთ ეუთოსთან გამოძიების პროცესში, მინდა განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება“,– განაცხადა სააკაშვილმა.


ინციდენტს შერეული სამშვიდობო ძალები იძიებს. ეუთო კი მონიტორინგს უწევს გამოძიების პროცესს და დეტალურ ინფორმაციას იღებს მხარეებისგან გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.


“რაში გვჭირდებოდა ცხინვალის დაცხრილვა? ამისათვის მიზეზი არ არსებობს. გვინდა, რომ ოსებმა ეს დაინახონ. ჩვენ უნდა დავიყოლიოთ [ოსები], რომ მოვიდნენ და დაინახონ ეს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button