skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში მოსკოვს სტუმრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფება. მან დღეს მოსკოვის მერის იური ლუჟკოვისაგან საჩუქარი –10 ტროლეიბუსი და სხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთი – მიიღო, რომელიც დღესვე გაიგზავნა აფხაზეთში.


ბაღაფშის განცხადებით, იგი მოსკოვში 18 სექტემბრამდე დარჩება, სადაც  “სხვადასხვა საკითხებს“ განიხილავს.


20 სექტემბერს კი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიწვევით სერგეი ბაღაფში ე.წ. დამოუკიდებლობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება ცხინვალში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button