ახალი ამბები

ბოკერია: საუბრები პოლიტიკურ რეპრესიებზე აბსურდულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიები არ ხორციელდება.


მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ ირაკლი კაკაბაძეზე “ფსევდო პოლიტიკური“ თავდასხმა, რომელიც “სამწუხარო ყოფითი ფაქტი აღმოჩნდა“, ასევე  მოჭიდავეების ინციდენტი, შალვა რამიშვილის დაპატიმრება, დეპუტატ კახა კუკავაზე თავდასხმა ხელისუფლებისათვის გადაებრალებინათ. ბოკერიას განცხადებით, ოპონენტებს ძალაუფლების მოპოვების სურვილი ამოძრავებთ. 
 
“ყველა ეს საუბრები პოლიტიკურ რეპრესიებზე არის აბსურდი და უსაფუძვლო ცილისწამება… ცალსახა არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ გავუფრთხილდებით და დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის, მათ შორის გამყრელიძის და ნათელაშვილის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


“სანამ საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს გამყრელიძისა და ნათელაშვილის გაბადრულ სახეებს, ე.ი ქვეყანაში რეპრესიები არ დაწყებულა“, – დასძინა ბოკერიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button