skip to content
ახალი ამბები

პუტინის განრიგში საქართველოში ვიზიტი არ არის გათვალისწინებული

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის სამმართველოში უარყოფენ ქართული მედიით გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ვიზიტს 2005 წლის ბოლომდე გეგმავს.


“რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების გეგმაში 2005 წლის ბოლომდე საქართველო არ არის“, განუცხადეს “რეგნუმს“ პუტინის ადმინისტრაციაში.


ქართული მედიის ცნობით, 26–27 აგვისტოს ყაზანის დსთ–ს სამიტის მსვლელობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის რუსი კოლეგა ოფიციალურად მოიწვია თბილისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button