ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 11 წლის ბავშვი გაიტაცეს

შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 19 აგვისტოს უცნობმა პირებმა  11 წლის გენადი პეტრიაშვილი გაიტაცეს. ინციდენტი პრონის ხეობის სოფელ ნულში მოხდა.


ვლადიმერ ჯუღელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ პოლიციას დაუყონებლივ ეცნობა გატაცების ფაქტის თაობაზე, ამგვარად სამართალდამცავებმა გამტაცებელთა ძებნა ცხელ კვალზე დაიწყეს. დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც გამტაცებლები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ.


„ჩვენმა ოსმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ განაგრძობენ დევნის ოპერაციებს. ჩვენ მათ გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვიცით, რომ გამტაცებლები თეთრი ნივით იყვნენ“, განაცხადა ჯუღელმა 19 აგვისტოს.


გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული გენადი პეტრიაშვილის მამა ნავთობ-პროდუქტებით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button