skip to content
ახალი ამბები

მთავრობა სიღარიბის დაძლევის პროგრამისთვის მოსახლეობის რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს მთავრობამ 15 აგვისტოდან დაიწყო იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ. ხელისუფლებამ ამგვარი პირებისთვის სპეციალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა.


პროგრამის პროცედურების თანახმად, იმ პირებმა, რომლებიც თვლიან, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. შემდეგ, ექსპერტები შეაფასებენ მათ ოჯახებს და განსაზღვრავენ ეკუთვნით, თუ არა მათ დახმარება.


თავდაპირველად, მთავრობა ამ პროგრამის დაწყებას ნოემბერში გეგმავდა, თუმცა საბიუჯეტო ხარჯების ზრდის მოტივით დახმარებების გაცემა 2006 წლის ივნისისთვის გადადო.  ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის დახმარება გაიცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები პირთათვის.         



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button