ახალი ამბები

სააკაშვილი შვედეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

შვედეთში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი 1 აგვისტოს ჰარპსუნდის საზაფხულო რეზინდენციაში შვედეთის პრემიერ–მინისტრს გორან პერსონსს შეხვდა.


“ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი მეგობარი ევროკავშირში – შვედეთი“, განაცხადა სააკაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ.


რადიო “თავისუფლება“ შვედეთის პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერზე ანა ჰელსენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შვედეთის პრემიერ–მინისტრი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვას, თუმცა “შორეულ პერსპექტივაში“.


შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საუბრის თემა იყო ასევე კონფლიქტების მოგვარება. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში კონფლიქტები უნდა მოგვარდეს ევროკავშირის, რუსეთისა და აშშ–ს დახმარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button