ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს სამხედროებისთვის ვიზებს სთხოვს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 28 ივლისს რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარით გასცეს ვიზები იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებზე ირიცხებიან.


“ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსი სამხედროებისათვის ვიზების გაუცემლობით, რომელთაც ჩვენი ბაზების გაყვანისათვის საფუძველი უნდა მოამზადონ“, იუწყება “რია ნოვოსტი“ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button