ახალი ამბები

ბუშის ხელყუმბარის საქმეში ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაცია ტარდება







შსს-მ ეჭვმიტანილის ფოტო 18 ივლისს გამოაქვეყნა.
უშიშროების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა 20 ივლისის გვიან ღამით, მას შემდეგ რაც პოლიციამ სცადა დაეპატიმრებინა პიროვნება, რომელიც ეჭვმიტანილია იმ ხელყუმბარის სროლაში, რომელიც 10 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს თავისუფლების მოედანზე იპოვეს. 


“როდესაც სამართალდამცავები ბინას მიუახლოვდნენ, მოულოდნელად ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა უშიშროების ერთი თანამშრომელი. ამჟამად ვიმყოფები შემთხვევის ადგილზე, ვაშლიჯვარში, და ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით”, განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა, გურამ დონაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.


ეჭვმიტანილი პოლიციას ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button