skip to content
ახალი ამბები

კახეთში ჟურნალისტზე მორიგი თავდასხმა მოხდა

ქართული მედიის ცნობით, გურჯაანის რაიონში, ადგილობრივ გაზეთ “იმედის“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის ეზოში უცნობის პირის მიერ ნასროლი ხელყუმბარა აფეთქდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


ეს ერთ-ერთი ბოლო თავდასხმაა გაზეთ “იმედზე“ და კერძოდ, გელა მთივლიშვილზე. ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი უცნობმა პირებმა 22 ივნისს გურჯაანში სასტიკად სცემეს. 2005 წლის იანვარში გაზეთის ოფისი დაარბიეს და გაძარცვეს.  


მთივლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად ხდება მისი დაშინება, მას შემდეგ, რაც მან დაიწყო იმ სტატიების გამოქვეყნება, სადაც ადგილობრივი სამართალდამცავების ნარკოტიკებით ვაჭრობაში შესაძლო მონაწილეობაზეა საუბარი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button