ახალი ამბები

რესპუბლიკელ დეპუტატს თავს დაესხნენ

დღეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თავს დაესხნენ დეპუტატს ოპოზიციური “რესპუბლიკური” პარტიიდან ვალერი გელაშვილს, რომელსაც დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.


გელაშვილი სახის მიდამოებში მძიმე დაზიანებებით ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. 


აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით სამართალდამცავებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ძლიერი ბიზნესმენი, ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ცოტა ხნის წინ გახდა. გელაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მისი პარტიისადმი მხარდაჭერა ფინანსურ დახმარებაშიც გამოიხატება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button