ახალი ამბები

თბილისის თვითმმართველობის შესახებ კანონი მიღებულია

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 112 ხმით, ერთხმად დაამტკიცა დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონპროეტი, რომელიც საკრებულოსა და მერის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს.


კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მიიღეს, რადგან ოპოზიცია სხდომათა დარბაზში 1 ივლისს დილით მომხდარი ფიზიკური შეხლა–შემოხლის შემდეგ პარლამენტის სხდომაზე აღარ დაბრუნებულა.


საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები “ახალი მემარჯვენეები“,  “კონსერვატორები” და “რესპუბლიკელები”, რომლებიც მხარს უჭერენ მერის პირდაპირი წესით არჩევას, ეწინააღმდეგებიან თბილისის თვითმმართველობის ახალ მოდელს. 


დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონის მიხედვით, თბილისის საკრებულოს 25 წევრი მაჟორიტარულ საწყისებზე, “მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპით ირჩევა, ხოლო 12 წევრს პროპორციული წესით აკომპლექტებენ 4%–იან ბარიერგადალახული პარტიები. 37–წევრიანი საკრებულო კი თავისი შემადგენლობიდან ხმების 2/3–ით ირჩევს თბილისის მერს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, 4 წლით. თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მოქმედი კანონით მერს პრეზიდენტი ნიშნავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button