skip to content
ახალი ამბები

სასაზღვრო დეპარტამენტი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და გვიან შემოდგომამდე გასტანს ოპერაცია “საფარი 2005“, რომელიც ითვალისწინებს არსებული საგუშაგოების გაძლიერებას და დროებითი საგუშაგოების გახსნას, ასევე სასაზღვრო პუნქტების მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თავს იკავებენ დამატებითი საგუშაგოების რაოდენობის დაკონკრეტებისაგან. თუმცა დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის ლელა მჭედლიძის განცხადებით, ძლიერდება საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულება, კერძოდ, რუსეთთან საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთები, სადაც 2005 წლამდე ეუთო საზღვრის მონიტორინგს ახორციელებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button