ახალი ამბები

ბაღაფში: გალში გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისის გახსნა საჭირო არ არის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 15 ივნისს განაცხადა, რომ იგი არ თვლის საჭიროდ გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისის გახსნას გალის რაიონში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.


“აფხაზეთის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად იღებს ზომებს გალის რაიონის  მოსახლეობის უფლებების დასაცავად და იქ საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. ჩვენ უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას ამ კუთხით”, განაცხადა ბაღაფშმა.


გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისი უკვე მოქმედებს სოხუმში. თუმცა, თბილისი დაჟინებით მოითხოვს ანალოგიური ოფისის გახსნას გალში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button