ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო მუშაობას შეუდგა

14 ივნისს გაიმართა საზოგადოებრივი ტელევიზიის ახლადშექმნილი სამეურვეო საბჭოს პირველი შეკრება, სადაც 9–კაციანი საბჭოს თავმჯდომარედ ლევან თარხნიშვილი აირჩიეს.


პრეზიდეტმა სააკაშვილმა 6 ივნისს მოაწერა ხელი განკარგულებებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული შემდეგი წევრების დანიშვნის თაობაზე: ლევან თარხნიშვილი, ფრიდონ თოდუა, ალექსანდრე რონდელი, გიორგი ნოდია, გიორგი ხუბუა, თამარ კინწურაშვილი, რუსუდან სებისკვერაძე, მამუკა ხერხეულიძე, ნინო ანანიაშვილი.


“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button