ახალი ამბები

მოსკოვში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება

15-16 ივნისს მოსკოვში ე.წ სოჭის ფორმატში ქართულ-აფხაზური სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები განიხილავენ დევნილთა დაბრუნების და აფხაზეთის გავლით თბილისი–მოსკოვის სარკინიგზო კავშირის აღდგენას.
 
მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.
 
სახელმწიფო მინისტრის პრესცენტრის ინფორმაციით, ქართული და აფხაზური მხარეების გარდა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გაეროს მისიის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები.


2003 წლის 7 მარტს სოჭში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამ საკითხზე შეთანხმდნენ: ენგურჰესის რეაბილიტაციაზე; დევნილთა დაბრუნებაზე და აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დევნილთა დაბრუნების პროცესი და რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები პარალელურად უნდა წარმოებდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button