ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. ახალკაცის კანდიდატურა უალტერნატივო იყო, ვინაიდან არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე სამივე კონკურენტმა მოხსნა კანდიდატურა.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებს გამოეთიშნენ რევაზ არველაძე, ვლადიმერ გუცაევი და გიორგი ნემსაძე.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც  9 აპრილს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, რომელიც  თანამდებობის ბოროტად გამოყენების მოტივით დააპატიმრეს, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.   ჟორდანია სამართალდამცავებმა 7 აპრილს 1,3 მლნ შვეიცარული ფრანკის მითვისების ბრალდებით დააკავეს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button