ახალი ამბები

ცხინვალის დე ფაქტო შს მინისტრი: რეგიონში გართულებულ ვითარება თბილისიდან მართულია

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა დღეს კომენტარი გააკეთა 8 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბიძინა ბრეგაძის განცხადებაზე, რომ “ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კრიმინოგენულ ვითარებას“ რეგიონში.


მინძაევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა “კრინიმოგენული ვითარების სირთულე პირდაპირ უკავშირდება თბილისიდან მართულ პროვოკაციულ ქმედებას“.


ბიძინა ბრეგაძემ ოსი კოლეგების მიმართ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველი გაუჩინარდა, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩება. 


“მე პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრეგაძის საპასუხოდ, რომ  სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო] რესპუბლიკის ტერიტორიას. რეალურად  კრიმინოგენული ვითარება დაძაბული რჩება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებულ [კონფლიქტის ზონის] ქართულ სოფლებში“, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 9 ივისს მინძაევის სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button