
ახალი ამბები
ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში სამხედროების მობილიზებას უარყოფს
თბილისი უარყოფს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში შეიარაღებული ძალების მობილიზების, მათ შორის “სოფელ ნოქოზში 1 000 სამხედროს განთავსების“ შესახებ.
“გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება“, განუცხადა 31 მაისს “სივილ ჯორჯიას“ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, “სოფლებში არც ერთი სამხედრო არ არის მობილიზებული“, რასაც ადასტურებენ ასევე თავდაცვის სამინისტროშიც.