ახალი ამბები

ზურაბიშვილი ლავროვთან ბაზების გაყვანის ვადებს განიხილავს მოსკოვში

30 მაისს გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც მოკლე სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოსკოვს.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე დაგეგმილია რუსეთ საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესახებ დოკუმენტის განხილვა, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისა და საქართველოდან გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.


სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს წინ უძღოდა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სადაც ორივე მხარემ პროგრესი დააფიქსირა, თუმცა ბაზების გაყვანის საბოლოო ვადაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.


სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს გაზეთ 24 საათისთვის მიცემულ ინტერივიუში აცხადებდა, რომ ბაზებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ღიად მხოლოდ თარიღი რჩება, “თუმცა ამაზე კიდევ დიდხანს შეხვედრებს და ლაპარაკს არ ვაპირებთ. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button