ახალი ამბები

ჟვანიას მეუღლე და ძმა პრეზიდენტს და გენერალურ პროკურორს შეხვდნენ

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა და მეუღლე 28 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილს და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს შეხვდნენ და იმ ეჭვების თაობაზე ესაუბრნენ, რომლებიც მათ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების მიმართ გააჩნიათ.


შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრო, გოგა ჟვანიამ და ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მიუხედავად მათი პრეტენზიებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, გენერალური პროკურატურა კვლავ თავის პოზიციაზე დგას და ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად უბედურ შემთხვევას მიიჩნევს.


ჟვანიას ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. ისინი უარყოფენ ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც იგი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button