ახალი ამბები

კიევს აზერბაიჯანული ნავთობის ევროპაში ექსპორტირება საქართველოს გავლით სურს

სახელმწიფო ნავთობკომპანია “ნეფტოგაზ-უკრაინა“ ერთობლივი უკრაინულ-აზერბაიჯანული საწარმოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქოს და სუფსის ტერმინალის დამაკავშირებელი ნავთობსადენის და ოდესა-ბროდის ნავთობსადენის საშუალებით მოახდენს ევროპაში.


ეს საკითხი ნავთობკომპანია “ნეფტოგაზ-უკრაინას“ ხელმძღვანელმა ალექსეი ივჩენკომ ბაქოში 26 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განიხილა, იტყობინება “ნეფტოგაზ-უკრაინა“.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button