
ახალი ამბები
აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა 25 მაისს ბაქოში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას 160-კილომეტრიანი ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ. ეს სარკინიგზო მაგისტრალი აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთთან დააკავშირებს.
დეკლარაციის ხელმოწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველადი ნავთობის ჩაშვების ოფიციალური ცერემონიალის პარალელურად განხორციელდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ცნობით, შეიქმნება ერთობლივი აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული საწარმო, რომელიც რკინიგზის მშენებლობის პროექტს განახორციელებს. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)