ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება ბაზებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა და ქართულმა მხარეებმა შეძლეს მოელაპარაკათ ერთობლივი განცხადების უმეტეს ნაწილზე, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მას შემდეგ მოაწერენ ხელს, რაც მხარეები შეთანხმდებიან რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე.


“მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან და პირობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რუსი სამხედროებისთვის ყოველდღიური საჭიროებების საკითხები … [მოლაპარაკებების] შედეგად, უმეტეს საკითხებზე შესაძლებელი გახდა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების ურთიერთმისაღები ფორმულირებების გამონახვა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.


რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები თბილისში 23-24 მაისს გაიმართა. ორივე მხარემ გარკვეული პროგრესი დააფიქსირა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაზების გაყვანის საბოლოო ვადა ჯერ-ჯერობით შეთანხმებული არ არის.


“დარჩენილი მოუგვარებელი საკითხები შემდგომი პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი გახდება“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button