ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება ახალი აეროპორტის მშენებლობას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყურადღების მიღმა დატოვა ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტარის პროტესტი იმ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის კერძო ინვესტორთა მოწვევის მიზნით ჩატარდა.


ამ ტენდერის შედეგების თანახმად, სამი კომპანიისგან – თურქული Çelebi Group, ლუქსემბურგში განთავსებული Gestion en Technique Spéciale (GTS) და ამერიკული A&J – შემდგარი კონსორციუმი 62 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში.


სააკაშვილი, რომელიც აეროპორტის ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, მიესალმა თურქული Çelebi Group-ის მიერ წარდგენილ პროექტს და განაცხადა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ტენდერი უსამართლოდ ჩატარდა, უსაფუძვლოა.


რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს 330/340 ტიპის თვითმფრინავებს და საათში 2000 მგზავრს. რეკონსტრუქციის შემდეგ სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი ერთობლივად განახორციელებს აეროპორტის მართვას მომდევნო ათნახევარი წლის განმავლობაში.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button