ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ბაზებზე მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 მაისს განაცხადა, რომ ქართულ–რუსული მოლაპარაკებები სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით “უკვე დასასრულისკენ მიდის, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს”. 


ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ექსპერტები 23 მაისს დაწყებულ მოლაპარაკებებს დღეს განაახლებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებზე, გუშინ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “სერიოზული პროგრესი“ დაფიქსირდა.


სალომე ზურაბიშვილმა 23 მაისს გვიან საღამოს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობას ბაზებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დახურულ კარს მიღმა ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ესაუბრა ჟურნალისტებს.  


“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს, რაც სასარგებლო იყო“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატები კმაყოფილები იქნებიან მაშინ, “როცა ბაზები დატოვებენ“ საქართველოს.


“საგარეო უწყებას სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ჩვენგან ამ საკითხში“, დასძინა მან.


არცერთ დეპუტატს კომენტარი არ გაუკეთებია იმის თაობაზე განიხილეს თუ არა ის უთანხმოება, რომელმაც ბოლო დროს საგარეო უწყებასა და კანომდებლებს შორის ღია ხასიათი მიიღო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button