skip to content
ახალი ამბები

ალასანიამ კოდორის ხეობაში წარმომადგენელი დანიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ კოდორის ხეობაში  წარმომადგენლად ადგილობრივი მკვიდრი მევლუდ ჯაჭვლიანი დანიშნა.


გავრცელებული ინფორმაციით, ჯაჭვლიანი ამ თანამდებობამდე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.


კოდორის ხეობას უშუალო კონტროლს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მას შემდეგ უწევდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის 3 დეკემბერს პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტი გააუქმა, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროიდან პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ემზარ კვიციანს ეკავა.

This post is also available in: English Русский

Back to top button