ახალი ამბები

მოსკოვი თანახმაა ბაზები 2008 წლის განმავლობაში დახუროს

რუსეთი მზად არის საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე და თბილისს ბაზების დახურვას “2008 წლის განმავლობაში“ სთავაზობს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის იგორ სავოლსკის სიტყვებზე დაყრნობით, რომელიც თბილისში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით 23 მაისს ჩამოვიდა.


“იმედი გვაქვს, რომ დღეს მოვაღწევთ შეთანხმებას ბაზების გაყვანის ეტაპების თაობაზე, რათა განვსაზღვროთ, რა და როდის უნდა გაკეთდეს [გაყვანის პროცესთან დაკავშირებით]“, განაცხადა სავოლსკიმ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button