ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურის უფროსი მოკლეს

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი ლევან სამხარაული 22 მაისს ყვარელში მოკლეს. სამხარაული თავის მეგობართან ერთად მიდიოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. იგი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს. 


პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც სამხარაულის კლასელი აღმოჩნდა, მოგვიანებით თავი მოიკლა.

მკვლელობის მოტივებზე სამართალდამცავები ჯერ–ჯერობით არ საუბრობენ. “მოტივებზე საუბარი ჯერ ნაადრევია”, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button