ახალი ამბები

პარლამენტი საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას მხარს უჭერს

მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თხოვნისა, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებას აკანონებს.


ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში განლაგებული მიწების გასხვისების აკრძალვის გაუქმებას. ამჟამად არსებული კანონი პრივატიზაციის შესახებ კრძალავს ამ მიწების მიყიდვას კერძო მესაკუთრეებზე.


რამდენიმე პარლამენტარი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, კანონპროექტში საზღვართან დაკავშირებული დებულებების განხილვის გადავადებას მოითხოვდა, სანამ არ განხორციელდება საზღვრის დელიმიტაცია რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. საქართველომ მხოლოდ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button