ახალი ამბები

სუამს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ტარასიუკმა განაცხადა, რომ რეგიონალურ ორგანიზაცია სუამს სახელი შეეცვლება და მისი ახალი სამუშაო სახელწოდება სავარაუდოდ იქნება “დემოკრატიისა და განვითარების თანამეგობრობა”, იუწყება 19 მაისს “ინტერფაქსი“.


ტარასიუკის განცხადებით, ახლო მომავალში იგეგმება სუამის სამდივნოს გახსნა კიევში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა გააქტიურდება.


ცოტა ხნის წინ სუამი, რომელიც აერთიანებს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, უზბეკეთმა დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button