ახალი ამბები

ბურჯანაძე აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურაზე კომენტარს აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჯონ ტეფტის კანდიდატურაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგ თანამშრომლობას დაამყარებს მასთან.


“მას პოსტ-საბჭოთა სივრცეში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ სწორედ ასეთი ადამიანი შეარჩია ელჩად. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი თანამშრომლობა გვექნება მასთან და ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 18 მაისს.


მან ასევე მადლიერება გამოხატა ახლანდელი ელჩის რიჩარდ მაილსის მიმართ და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილით გამოირჩეოდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button