ახალი ამბები

ლავროვი აცხადებს, რომ ზურაბიშვილთან ვარშავაში მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ შესთავაზა მას სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან 16-17 მაისს ვარშავაში ევროპის საბჭოს სამიტის პარალელურად გაემართა, თუმცა “სპეციალური შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან არ იგეგმება“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 15 მაისს.


“რუსეთის პოზიცია სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. [ქართული და რუსული] დელეგაციების ექსპერტები განიხილავენ ამ საკითხებს“, განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ვენაში.


თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მან შესაძლოა ხანმოკლე მოლაპარაკებები გამართოს თავის ქართველ კოლეგასთან. მან კვლავ გაიმეორა, რომ თუ ამგვარი შეხვედრა შედგება, ის არ გაიმართება მოლაპარაკებების ფორმატში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button