ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელი: ხელყუმბარა ბუშს საფრთხეს არ უქმნიდა

“თეთრი სახლის“ წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა 11 მაისს განაცხადა, რომ თბილისში 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილი ხელყუმბარის გამო პრეზიდენტ ბუშის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, იტყონიბენიან Reuters და Associated Press.


“თეთრი სახლის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშს ხელყუმბარის აღმოჩენის თაობაზე თვითმფრინავში აცნობეს, როდესაც იგი თბილისიდან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა.


“უშიშროების სამსახური და გამოძიების ფედერალური ბიურო განაგრძობენ საქმის გამოძიებას … განსახვებული ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და რა სახის ობიექტი იქნა ნაპოვნი“, განაცხადა სკოტ მაკლელანმა.    

Back to top button