ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო მზადაა იყოს აშშ–ს პარტნიორი დემოკრატიის გავრცელების საქმეში

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ საქართველო მზადაა იყოს აშშ–ს პარტნიორი პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელების საქმეში.


“ჩვენ [საქართველოს და შეერთებულ შტატებს] გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა თავისუფლების გავრცელების საქმეში, ჩვენ გვაქვს ერთიანი შეხედულება იმაზე, თუ რას ნიშნავს თავისუფლება ჩვენი ხალხებისა და მომავალი თაობებისთვის. ეს ერთიანი რწმენა საერთო პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ გავავრცელოთ თავისუფლება იმ ერებში, რომელთაც არ მიეცათ  თავიანთი დემოკრატიული არჩევანის გაკეთების უფლება, ბელარუსიდან -რომელსაც თქვენ სამართლიანად უწოდეთ “ევროპის უკანასკნელი დიქტატურა” – კუბამდე, ბირმიდან ჩრდილოეთ კორეამდე”, განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, “ვარდების რევოლუცია” საქართველოში თავისუფლების გამარჯვებით დასრულდა, “თუმდა იგი გრძელდება დემოკრატიის ახალი ტალღით, რომელიც უფრო და უფრო მეტ ერებს ათავისუფლებს”.


“საქართველო გთავაზობთ [აშშ–ს] პარტნიორობას პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დამკვიდრების საქმეში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მოგვიანებით, აშშ–ს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე გაკეთებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ “ჩვენ ვხედავთ თავისუფლების სურვილს კავკასიისა და ცენტრალური აზიის გასწვრივ და ეს ხალხები მოიპოვებენ კიდეც მას [თავისუფლებას]”.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button