ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის ქართველმა ვეტერანებმა გამარჯვების დღე იზეიმეს

მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტერანებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მსოფლიოსთვის უცნობია ის ფაქტი, რომ საქართველოს მცირე ერმა “ამ ომში 300 000 კაცი დაკარგა“.


“ცოტა ერი თუ მოიძებნება მსოფლიოში, რომელთაც იმაზე მეტი მსხვერპლი გაეღო, ვიდრე საქართველომ … მინდა თქვენს თაობას ამისათვის მადლობა გადავუხადო“, განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილი ასევე შეეხო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც და მისი აღდგენის პირობა დადო.


“დარწმუნებული ვარ, ჩვენი თაობა ამას გააკეთებს; ამის პირობას ვდებ“, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button