ახალი ამბები

ტალიავინი სოხუმში ბაღაფშს და შამბას შეხვდა

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი 6 მაისს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


აფხაზეთის ლიდერის პრეს-ოფისის ცნობით, ჰეიდი ტალიავინიმ იმ შეხვედრის თაობაზე ისაუბრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხილვის მიზნით შესაძლოა გაეროს მხარდაჭერით ბერლინში გაიმართოს.


“აფსნიპრესის“ ცნობით, ჰეიდი ტალიავინიმ სერგეი შამბასთან გამართულ შეხვედრაზე გალში 11 მაისს დაგეგმილი უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკების საკითხიც განიხილა. შეხვედრაში ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების და გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button