ახალი ამბები

სააკაშვილი: სამხედრო ბაზებზე რუსეთთან ვაჭრობას არ ვაპირებთ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე არ აპირებს რუსეთთან სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით “ვაჭრობას“.


“ეს არის ჩვენი ტერიტორია… გვინდა, რომ [სამხედრო ბაზები] ცივილიზებული გზით გავიდნენ“, განუცხადა 6 მაისს, ბათუმში აჭარის რევოლუციის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით დოკუმენტის ტექსტის შემუშავებაზე მოლაპარაკებები დღეს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის მიმდინარეობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button