ახალი ამბები

კოკოშინი: საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გამოყვანა დიდი შეცდომაა

რუსეთის სათათბიროს დსთ–ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა 6 მაისს “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გამოყვანა დიდი შეცდომაა.


“საქართველოს ხელისუფლების მცდელობა “გამოდევნოს“ რუსეთის სამხედრო ყოფნა და ამ პროცესში დასავლეთის მხარდაჭერა  – ეს, როგორც მინიმუმ, დიდი შეცდომაა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, აცხადებს კოკოშინი.


მისი თქმით, სტაბილურობის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც რუსული სამხედრო ბაზები ასრულებს, “საეჭვოა, რომ ეკონომიკურად რთულ სიტუაციაში მყოფმა საქართველომ” იტვირთოს, რომელსაც “უამრავი პოლიტიკური, სოციალური და ეთნიკური“ პრობლემა აქვს.

მსგავსი/Related

Back to top button